აჩვენეთ მომხმარებელს თქვენი პროდუქტი საკუთარ სივრცეში

თქვენი ბრენდისVisual Studio
ოთახი ვიზუალიზაციამდე
ოთახი პროდუქტის ვიზუალიზაციის შემდეგ
მანამდეშემდეგ

აირჩიე კატალოგიდან

Chevron Naturel · 7,5×30 სმკაფელი · კატალოგიდან

თქვენი ონლაინ კატალოგი გარდაიქმნება ბრენდირებულ AI ვიზუალიზატორად - მომხმარებელი ატვირთავს ოთახის ფოტოს და წამებში ნახავს თქვენს იატაკს, კაფელს, ავეჯს ან სხვა პროდუქტს საკუთარ ინტერიერში.

უფრო თავდაჯერებული არჩევანიმეტი ჩართულობა პროდუქტის გვერდზენაკლები ყოყმანი შეძენამდე

ინტეგრაცია თქვენს მაღაზიასთან

ჩასვით სურათის გენერაცია პირდაპირ თქვენს ონლაინ მაღაზიაში

  • ვიჯეტი ჯდება არსებულ პროდუქტის გვერდზე - დიზაინი თქვენი ბრენდის მიხედვით
  • ინტეგრაცია თქვენი გუნდის რესურსის მინიმალური ჩართულობით

როგორ მუშაობს

01

მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს

თქვენი კატალოგიდან — ფასით, კოდით და ზომით.

02

ტვირთავს ოთახის ფოტოს

საკუთარი სივრცის ერთი ფოტო საკმარისია.

03

იღებს რეალისტურ ვიზუალიზაციას

პროდუქტის მასალა ერგება ოთახის პერსპექტივასა და განათებას.

04

ბრუნდება პროდუქტის შეძენაზე

შედეგიდან პირდაპირ SKU-ის გვერდზე — ერთი ნაბიჯით.

ფიზიკურ მაღაზიაში

ვიზუალიზაცია შოურუმში

სტუდია მარტივად ერგება მაღაზიის გაყიდვების პროცესს - გამოიყენეთ ის კონსულტანტის ლეპტოპზე ან თვითმომსახურების კიოსკზე.

კონსულტანტი კლიენტთან Visual Studio-ს ლეპტოპზე აჩვენებს
01

კონსულტანტთან ერთად

კონსულტანტი კლიენტს პირდაპირ ეკრანზე აჩვენებს, როგორ გამოიყურება შერჩეული იატაკი, კაფელი ან ავეჯი მის საკუთარ სივრცეში. კლიენტი QR კოდით ტვირთავს ოთახის ფოტოს და სხვადასხვა პროდუქტის მოსინჯვა წამებში შეუძლია.

თვითმომსახურების Visual Studio კიოსკი შოურუმში
02

თვითმომსახურების კიოსკი

კლიენტს შეუძლია დამოუკიდებლად დაათვალიეროს კატალოგი, აირჩიოს პროდუქტი და ნახოს ის საკუთარ ოთახში - კონსულტანტის დახმარების გარეშე.

კატეგორიები

შექმნილია ინტერიერის პროდუქციის მაღაზიებისთვის

ერთი და იგივე ტექნოლოგია მუშაობს ყველა კატეგორიაზე — ზედაპირებიდან ავეჯამდე.

01

იატაკი და პარკეტი

ლამინატი, პარკეტი, ვინილი - ტექსტურა და მიმართულება ერგება ოთახის პერსპექტივას.

იატაკი და პარკეტი — მანამდემანამდე
იატაკი და პარკეტი — შემდეგშემდეგ
02

ავეჯი

დივანი, სავარძელი, კარადა - მასშტაბი და ქსოვილი რეალურ სივრცეში.

ავეჯი — მანამდემანამდე
ავეჯი — შემდეგშემდეგ
03

კაფელი და კედლის საფარები

ფილა, მოზაიკა, საღებავი - სველი წერტილიდან სამზარეულომდე.

კაფელი და კედლის საფარები — მანამდემანამდე
კაფელი და კედლის საფარები — შემდეგშემდეგ

რას იღებს  მაღაზია

01

ბრენდზე მორგებული სტუდია

სტუდია მუშაობს თქვენი ბრენდის სახელით, ფერებითა და ვიზუალური სტილით - მომხმარებლისთვის ეს თქვენი ციფრული გამოცდილების ნაწილია.

02

რეალური პროდუქტების კატალოგი

ფასი, კოდი, ზომა, ვარიანტები და მარაგი პირდაპირ თქვენი კატალოგიდან - მონაცემები ავტომატურად სინქრონდება.

03

პირდაპირი გზა შეძენამდე

ვიზუალიზაციიდან მომხმარებელი პირდაპირ შესაბამისი პროდუქტის გვერდზე გადადის - არჩევანსა და შეძენას შორის ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.

04

ანალიტიკა და მომხმარებლის მოქმედებები

ხედავთ, რომელ პროდუქტებს მოსინჯავენ, რას ადარებენ, რას ინახავენ და რომელი პროდუქტები იწვევს ყველაზე მეტ ინტერესს.

05

სწრაფი ინტეგრაცია

დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ. თქვენი გუნდისგან საჭიროა მხოლოდ კატალოგთან და საიტთან საჭირო წვდომა - დანარჩენს ჩვენ ვმართავთ.

06

ტექნიკური მხარდაჭერა

გაშვების შემდეგაც ვუზრუნველყოფთ მონიტორინგს, განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას - ერთი პასუხისმგებელი კონტაქტით.

რით განსხვავდება

არა უბრალოდ AI ვიზუალიზაცია - გაყიდვებისთვის შექმნილი სისტემა

ზოგადი AI ინსტრუმენტი ლამაზ ვიზუალს ქმნის. თქვენს მაღაზიას კი სჭირდება სისტემა, რომელიც რეალურ კატალოგთან მუშაობს და მომხმარებელს პროდუქტის არჩევიდან შეძენამდე მიჰყვება.

ზოგადი AI ჩატი / გენერატორი

  • შედეგი რეალურ პროდუქტთან და SKU-სთან არ არის დაკავშირებული
  • მომხმარებელს მითითების წერა უწევს
  • არ ჩანს თქვენი ფასი, მარაგი და პროდუქტის ინფორმაცია
  • მომხმარებელი ტოვებს თქვენს საიტსა და ბრენდულ გამოცდილებას

თქვენი ბრენდის Visual Studio

  • მუშაობს მაღაზიის რეალურ კატალოგთან
  • მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს სასურველ პროდუქტს
  • თითოეული ვიზუალიზაცია დაკავშირებულია კონკრეტულ SKU-სა და პროდუქტის გვერდთან
  • Studio სრულად ბრენდირებულია თქვენი სახელით
  • აკონტროლებთ კატალოგს, პროდუქტებსა და მომხმარებლის გამოცდილებას
  • მითითების წერა და საიტიდან გასვლა არ სჭირდება

პაკეტები

გამჭვირვალე ფასი, რეალურ გამოყენებაზე მორგებული

აირჩიეთ თქვენი მაღაზიისთვის საჭირო თვიური მოცულობა. ლიმიტში მხოლოდ წარმატებით დასრულებული გენერაციები ითვლება.

Store

500 გენერაცია

699 ₾/ თვე

მაღაზიისთვის, რომელიც Visual Studio-ს ერთი ძირითადი კატეგორიით იწყებს.

  • 500 წარმატებული გენერაცია თვეში
  • ბრენდირებული Visual Studio
  • კატალოგისა და პროდუქტის გვერდის დაკავშირება
  • საბაზისო ანალიტიკა
  • სტანდარტული მხარდაჭერა
მინდა Store
Scale

2,000 გენერაცია

1,990 ₾/ თვე

დიდი კატალოგისა და მაღალი ვიზუალიზაციის მოცულობის მქონე ქსელებისთვის.

  • 2,000 წარმატებული გენერაცია თვეში
  • ყველა workflow — ავეჯი, ზედაპირები და სრული ოთახი
  • რამდენიმე კატეგორიის დიდი კატალოგი
  • პრიორიტეტული დამუშავება და მხარდაჭერა
  • დამატებითი მოცულობა შეთანხმებით
მინდა Scale
ერთჯერადი

სტანდარტული აქტივაცია — 2,000 ₾

როცა ვიჯეტს თქვენს ონლაინ მაღაზიაში თქვენი დეველოპერი აყენებს.

ჩვენი გუნდი

სრული ინტეგრაცია — 5,000 ₾-დან

ვიჯეტის დაყენება და აქტივაცია შედის საერთო ღირებულებაში.

Enterprise

ინდივიდუალური შეთავაზება

ERP / PIM სინქრონიზაცია, SSO, გამოყოფილი გარემო და SLA.

ტექნიკური შეცდომით დასრულებული გენერაცია პაკეტის ლიმიტში არ ითვლება.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

01როგორ მუშაობს AI ვიზუალიზაციის სტუდია?+

მომხმარებელი ირჩევს თქვენს კატალოგში არსებულ პროდუქტს, ტვირთავს საკუთარი ოთახის ფოტოს და ხედავს, როგორ გამოიყურება შერჩეული პროდუქტი მის სივრცეში.

02იყენებს თუ არა სისტემა ჩვენი კატალოგის რეალურ პროდუქტებს?+

დიახ. სტუდიაში იტვირთება თქვენი რეალური პროდუქტის ფოტოები, დასახელებები, კოდები და სხვა საჭირო ინფორმაცია. თითოეული ვიზუალიზაცია შესაბამის პროდუქტის გვერდთან არის დაკავშირებული.

03შესაძლებელია თუ არა სტუდიის ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ინტეგრაცია?+

დიახ. სტუდია შეიძლება დაემატოს უშუალოდ პროდუქტის გვერდზე ან განთავსდეს ცალკე, თქვენი ბრენდის სახელით შექმნილ გვერდზე.

04რა ტექნიკური ჩართულობა დაგვჭირდება?+

დანერგვის ძირითად პროცესს ჩვენი გუნდი მართავს. თქვენი მხრიდან საჭიროა პროდუქტების კატალოგის და ვებსაიტთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური წვდომის მოწოდება.

05რამდენად ზუსტად გამოჩნდება პროდუქტი ვიზუალიზაციაში?+

სისტემა მაქსიმალურად ინარჩუნებს პროდუქტის ფერს, ტექსტურასა და დიზაინს. თუმცა AI ვიზუალიზაცია წარმოადგენს რეალისტურ სიმულაციას და არა ზუსტ ტექნიკურ რენდერს.

06რა ტიპის პროდუქტების ვიზუალიზაციაა შესაძლებელი?+

სტუდია შეიძლება მოერგოს იატაკს, კაფელს, კედლის საფარებს, ავეჯს, სამზარეულოს ზედაპირებს, სანიტარულ პროდუქტებსა და ინტერიერის სხვა კატეგორიებს.

07შესაძლებელია თუ არა სტუდიის ჩვენს ბრენდზე მორგება?+

დიახ. სტუდიის ფერები, ლოგო, ტექსტები და ინტერფეისის ძირითადი ელემენტები თქვენს ბრენდსა და ვებსაიტის დიზაინს მოერგება.

08მივიღებთ თუ არა მომხმარებლის მოქმედებების ანალიტიკას?+

დიახ. შესაძლებელია ვიზუალიზაციების რაოდენობის, ყველაზე ხშირად არჩეული პროდუქტებისა და მომხმარებლის ძირითადი მოქმედებების მონიტორინგი.

09როგორ ახლდება პროდუქტების კატალოგი?+

კატალოგის განახლება შესაძლებელია ფაილის, API-ის ან ადმინისტრაციული სისტემის საშუალებით. კონკრეტული მეთოდი თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკურ მოწყობაზეა დამოკიდებული.

10რა ღირს სერვისი?+

თვიური პაკეტები იწყება 699 ₾-დან: 500, 1,000 ან 2,000 წარმატებული გენერაციით. სტანდარტული აქტივაცია ერთჯერადად 2,000 ₾ ღირს, ხოლო სრული ინტეგრაცია ჩვენი გუნდის მიერ — 5,000 ₾-დან, აქტივაციის ჩათვლით. Enterprise შეთავაზება ინდივიდუალურია.

თქვენი კატალოგით

დემო თქვენი კატალოგის მიხედვით

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია. მოვამზადებთ მოკლე დემოს თქვენი კატალოგის და ბრენდის იდენტობის მიხედვით.

+995 591 636 636

დემოს მოთხოვნა

2 წუთი · ვალდებულების გარეშე